logo
ENG



ცესკოსთან ლეიბორისტული პარტიის აქციაზე 3 პირი დააკავეს

27 ოქტ 202021:36
3 წუთის საკითხავი
clock 870
890irfxla1v8ffe.png

ცესკოსთან, სადაც ლეიბორისტული პარტიის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, 3 პირი დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა (166-ე) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლებით აიყვანეს.

მანამდე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ცესკოს შენობაში კარვის გაშლა სცადეს. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება, რათა მათ ადგილზე მიუტანონ გადასატანი ყუთი. 

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს დასარეგისტრირებლად დრო 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდათ. 

ცესკომ გუშინ, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა, მათი ნაწილი არ იყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში და ამიტომ ცესკომ ისინი ვერ დაარეგისტრირა. 

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ცესკოსთან დაკავშირებას ათასობით ადამიანი უშედეგოდ ცდილობს.

ამასთან, მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ იმის გარკვევას, არიან თუ არა გადასატანი ყუთის მიმღებთა სიაში.


close დახურვა