logo
ENG



ცეცხლის სრული შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა - ნორმანდიის ოთხეულის სამიტზე შეთანხმებას მიაღწიეს

10 დეკ 201908:41
3 წუთის საკითხავი
 
5euyzhftitjna9o.jpg

"შტაინმაერის ფორმულის" განხორციელება, თვის ბოლომდე ცეცხლის სრული შეწყვეტა და  ტყვეების გაცვლა ფორმატით "ყველა ყველაზე", - ეს ის საკითხებია რომელზეც  ნორმანდიის ოთხეულის სამიტზე  შეთანხმებას მიაღწიეს. პარიზში,  ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე , რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები , აღმოსავლეთ უკრაინაში ძალების განცალკევების სამი ახალი პუნქტის შექმნისა და ეუთოს მისიის მანდატის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.

ყველა ეს საკითხი ერთობლივ კომუნიკეში შევიდა. ლიდერები ასევე შეთანხმდბნენ, რომ  "ნორმანდიულ ფორმატში" ახალი შეხვედრა,  ოთხი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. შეხვედრაზე საუბარი არ შეეხო ოკუპირებულ ყირიმს. მიუხედავად მიღწეული შეთანხმებებისა, ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკარინის საზღვარზე კიევის კონტროლის დამყარების საკითხზე პროგრესის მიღწევა ვერ შეძლეს. კიევისთვის ასევე მიუღებელია, დონბასის ე.წ.  თვითგამოცხადებული "რესპუბლიკების" წარმომადგენლებთან  პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება.

 


close დახურვა