უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი, ირინა ფარიონი, რომელსაც დღეს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლვივის მერი ანდრეის სადოვიც ადასტურებს.
"დიდი უბედურებაა. ცნობილი გახდა, რომ ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჭრილობა სიცოცხლისთვის შესაბამისი არ იყო. ლვივის მოსახლეობა გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ყველას, ვინც იცნობდა ირინა და უყვარდა იგი. ძალიან საშინელი ამბავია, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინაში უსაფრთხო ადგილი არ არის, მაგრამ ასეთი თავხედური მკვლელობის ჩამდენი ადამიანი უნდა იპოვონ", - წერს ლვივის მერი.
ცნობილია, რომ ირინა ფარიონს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დღეს, დაახლოებით 19:30 საათზე დაესხნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.