logo
ENG



ცვლილება უკეთესობას უნდა ემსახურებოდეს, ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერ-ჭიჭინაძე

21 ივნ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხალხის პირობების გაუმჯობესებას არ ემსახურება. მისივე თქმით, გაუგებარია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა იყოს პარლამენტი დაკომპლექტებული 73 მაჟორიტარის ნაცვლად 30-ით.

„ზოგადად, ყველა ცვლილება უკეთესობას უნდა ემსახურებოდეს და ხალხის პირობების გაუმჯობესებას. სამწუხაროდ ძალიან გუაგებარია, ვაჭრობის თემაა ამ შეთანხმებაში, რომ რატომ, არგუმენტი არ არსებობს 73 მაჟორიტარს როგორ უნდა აჯობოს 30-მა. იყო 20 ივნისს აქ მიღებული გადაწყვეტილება პროტესტის შედეგად, რომ პროპორციულზე გადადიოდა ქვეყანა, გასაგები იყო ეს არგუმენტი, მაგრამ დღეს რატომღაც შუალედური არგუმენტი როდესაც არსებობს, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73-ს ხალხის მსახურებაში ჩემთვის გაუგებარია. გამოდის, რომ ამდენი ცვლილებები, რომლითაც ამაყობდა „ქართული ოცნება“, 2017 წლის ცვლილებები, ტყუილად ჩატარებულა. როდის ვიტყუებოდით დღეს თუ მაშინ ? რა მნიშვნელობა აქვს თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ აწყობს საკონსტიტუციო ცვლილება, ყველას აქვს საშუალება მოვიდეს, ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს და ჩაატაროს შესაბამისი ცვლილება. ამიტომ ჩემი მხარდაჭერა ამ ცვლილებებს არ ექნება", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


close დახურვა