ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. მმართველმა ძალამ არც ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინა და არც ევროკომისიის დათქმა. არადა ივანიშვილის პარტიამ თავად გაგზავნა დოკუმენტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში.
ცვლილებების მიხედვით, ქართული ოცნება კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს საარჩევნო ადმინისტრაციაში და ყველა ბერკეტს მოიპოვებს. ოპოზიციას თავმჯდომარის მოადგილის პოსტიც კი არ ექნება, რადგან ეს თანამდებობა უქმდება. ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი ახალ რედაქციაში პრობლემას ვერ ხედავს და ოპოზიციონერ მოადგილეს ანგაჟირებულს უწოდებს.