logo
ENG



ცვლილებების ჩაგდება იქნება სიგნალი რომ ხელისუფლების შეცვლა კანონით შეუძლებელია - გოცირიძე

14 ნოე 201908:13
3 წუთის საკითხავი
 
nqnim0pi9ndv2j2.png

პარლამენტი საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განხილვას დღეს განაახლებს. უკვე ორი დღეა უმრავლესობა ვერ შეჯერდა - მხარი დაუჭიროს თუ არა თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს. 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაზე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის უმეტესობა ორიენტირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე. 

"პროპორციული სისტემა მიიჩნევა დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის მაჩვენებლად. მათ შორის უმრავლესობის დიდი ნაწილის აზრითაც ასეა. აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

გუნდის კიდევ ერთი წევრი ირაკლი კობახიძე თავის მხრივ აცხადებს, რომ უმრავლესობა კანონპროექტის ჩაგდებაზე კონცენტრირებული არ არის და ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მოლოდინში არიან. 

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს და კანონპროექტის ჩაგდებას ცდილობს. 

"ეს კანონი თუ ჩააგდეს, არა თუ ცუდი საქციელია, ეს არის საქცილი, რომლის შემდეგ ამ პარტიის წარმომადგენლებს უბრალოდ გამარჯობაც არ უნდა უთხრას არავინ. როდესაც საზოგადოებას დაჰპირდები და შემდეგ მოატყუებ, ეს არის ორპირობა და არანორმალური მდგომარეობა", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა "ფორმულასთან" საუბარში. 

კოლეგის პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც.

"თუ ჩააგდეს კანონი, ეს იქნება საბოლოო სიგნალი საზოგადოებისადმი, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა კანონის გზით არის შეუძლებელი იმიტომ, რომ თუ იტყუები და აყალბებ კონსტიტუციას, მაშინ კვლავ მოიტყუები და კვლავ გააყალბებ არჩევნებს“, - აღნიშნა გოცირიძემ. 

 

 

 


close დახურვა