ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია.
როგორც ცისკარიშვილი ფორმულასთან საუბარში აღნიშნავს, ოკუპანტებს საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში პრემიებს უხდიან.
რაც შეეხება საქართველოს მოკლულ მოქალაქეს, პეტრიაშვილის თქმით, ის სალოცავად მიდიოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ესროლეს.
"ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულიც დაჭრილია. რუსი ოკუპანტების, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იქ ყარაულობენ ჩვენ თანამოქალაქეებს, ნადირობენ მათზე, რადგან გარკვეული პრემიები ერგებათ, თითოეულ გატაცებულში. ამ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქე მოკლეს ცივსისხლიანად. გიგლა ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობის მერე, მოგვიკლეს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ, იქ სალოცავში მიდიოდა. დიდი ალბათობით უნდოდა რომ საკუთარი თავისთვის ეშველა, გამოქცეულიყო, რათა ოკუპანტებს ცხინვალის იზოლატორში არ გაეტაცებინათ. ამ ადამიანს ესროლეს და მოკლეს. ეს არის რუსული ოცნების მშვიდობა და ეს არის მათი რეჟიმის ნამდვილი სახე", - თქვა პეტრიაშვილმა.
***
სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი გაიტაცეს.