ციციშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. მას დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ფორმულას უთხრა, ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა პირველივე დღიდან უკიდურესად მძიმე იყო.
კლინიკაში რჩება კიდევ ერთი ჩვილი, რომელიც სტაბულურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა.
ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული სამი ჩვილი მკურნალობდა, რომელთა მდგომარეობა მძიმე იყო. 16 ივლისს ალფა შტამით დაინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.