ნაციონალური მოძრაობა ციხეებში არსებული ეპიდვითარების გამო ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის. ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ და საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ.
"გამოვდივარ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალისწინებს მსუბუქ ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ გათავისუფლებას. ცხადია იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. [...]
პირადად მე და ჩემი გუნდის წევრებს ყოველდღიურად გვიკავშირდებიან, რომ ეს მასშტაბი არაა მცირე, ისინია რიან ბევრნი და სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჩვენ ვართ ომში, სადაც დადგა დრო, რომ ამ ადამიანებისთვის ციხის კარი უნდა გავაღოთ", - თქვა სოფო ჯაფარძემ ბრიფინგზე.
ციხეებში არსებულ მძიმე ეპიდვიტარებაზე ფორმულასთან პატიმრების ოჯახის წევრები საუბრობენ. ამ დრომდე მათთვის უცნობია, რამდენი ინფიცირებულია სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში და როგორია იმ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.