logo
ENG



ციხელაშვილი: ჩვენს სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილია, რომ დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა

05 დეკ 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
kpd87fhcnhkqlac.jpg

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ევროპული კურსის ერთგულია.

„საქართველო ევროპული კურსის ერთგულია. ძალიან ბევრი რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების დროს იქნა მიღწეული. საქართველო მუშაობს ევროკავშირთან, რომ სწორედ მომდევნო ეტაპზე უფრო ქმედითი გახადოს ევროკავშირთან თანამშრომლობა. ჩვენს სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილი, რომ დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ასამბლეის სხდომაზე იმყოფებოდა მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუში, რომელმაც „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ჭირდება ქმედითი ნაბიჯი და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„შეასრულეთ ასოცირება, არსებობს 49-ე მუხლი და შემოიტანეთ აპლიკაცია. მეტი რა უნდა გითხრან. ათწლეულებია ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ ურყევ ნებას, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ყველა ამბობს, რომ ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენ გვჭირდება ნაბიჯები წინ", - განაცხადა ტუღუშმა.


close დახურვა