logo
ENG



ციხელაშვილი დე-ფაქტო რეჟიმს მოუწოდებს ახალგორში დაშავებული ქალი ე.წ. საზღვარზე გამოატარონ

04 ნოე 201914:01
3 წუთის საკითხავი
 
gitd46hknh19iip.png

ქეთევან ციხელაშვილი ახლაგორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ოკუპანტებს ჰუმანიტარული პრინციპით ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება ქალბატონს, რომელიც 7-მეტრიან ჭაში ჩავარდა. მისი გადმოყვანა თბილისში სამკურნალოდ ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"მე მაინც მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს არ ექნება შეფერხება და დადებითად გადაწყდება იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის ჯანმრთელობას და აბსოლუტურ ფუნდამენტურ უფლებებს, რომელთა დაცვისგან არავინ არ არის თავისუფალი. მინდა დეფაქტო წარმომადგენლებს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებს, იქნება ეს დე-ფაქტო წარმომადგენლები, თუ რუსეთის მხრიდან, მოვუწოდო, რომ ასეთ საკითხებზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით", - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაშავებული ქალის გადმოყვანის მოთხოვნით დე-ფაქტო რეჟიმს მიმართა და ცხელი ხაზიც აამოქმედა, თუმცა 60 წლის ქალის სიცოცხლე ისევ ცხინვალის რეჟიმის ხელშია, მიუხედავად იმისა, რომ  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

 


close დახურვა