logo
ENG



ცნობილ ჩეჩენ ბლოგერზე თავდასხმის კადრები გავრცელდა

27 თებ 202022:03
3 წუთის საკითხავი
 
a6yoki8mot0v1ez.png

სოციალურ ქსელში ცნობილ ჩეჩენ ბლოგერზე, ტუმსო აბდურაჰმანოვზე თავდასხმის კადრები გავრცელდა, სადაც ბლოგერთან ერთად იმყოფება პირი, რომელსაც თავის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.  თავდასხმა ოთხშაბათს დღისით მოხდა. როგორც „ბიბისის“ რუსული ბიურო წერს, ტუმსო აბდურაჰმანოვი იძულებული იყო დამალულიყო ევროპაში, რამზან კადიროვთან კონფლიქტის გამო.

გამოცემა წერს, რომ ბლოგერის საცხოვრებელ სახლში უცნობი მაშინ შეიჭრა, როდესაც მას ეძინა და მისი მოკვლა ჩაქუჩით სცადა. თუმცა, აბდურაჰმანოვმა შეძლო თავდამსხმელის მოგერიება და პოლიციის გამოძახება. ვიდეოში დაჭრილი კაცი ჩანს, რომელსაც აბდურაჰმანობი ეკითხება თუ ვინ მიაგზავნა, რომელზეც დაჭრილი მამაკაცი პასუხობს, რომ ის მოსკოვიდან იყო.

აბდურაჰმანოვი, ჩეჩნეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია

სოციალური ქსელში გავრცელებული ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს 

 


close დახურვა