საფრანგეთში, 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა , - ამის შესახებ tellerreport.com იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ვიტონი მოდის სახლ Louis Vuitton-ის დამაარსებლის შვილიშვილი იყო. 1973 წელს ის ოჯახის ტრადიციას მიჰყვა და ბიზნესს სათავეში ჩაუდგა.
ბრენდი 1854 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.