logo
ENG



ცნობილი ხდება, ვინ მონაწილეობს კონტრაქციებში მმართველი პარტიის მხარდასაჭერად

03 დეკ 201920:04
3 წუთის საკითხავი
 
rk4k8nl5higpu9i.jpg

კონტრაქციების კამპანიის ფარგლებში, მმართველმა გუნდმა ორგანიზებულად რეგიონებიდან სტუდენტური თვითმმართველობები თბილისში ჩამოიყვანა -  ოფიციალურად კონცერტზე დასასწრებად. სასეირნოდ ჩამოსული ახალგაზრდობა სულ მალე იქცა აგრესიულ და ძალადობრივ ჯგუფად, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. 

აგრესიულად განწყობილ პარტაქტივისტებს შორის იყო სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, რომელიც მამის საჯარო სტატუსების მსგავსად მედიასთან აცხადებდა, რომ ოპონენტების სახით ტერორისტულ ძალებს უპირისპირდება. ახალგაზრდა მამაკაცებიდან არავინ უარყოფს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.  გუშინ თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ხელისუფლების ორგანიზებით ჩამოვიდნენ.

ქუთაისიის მერიის სპორტის ააიპ-ის თანამშრომელმა ერთი კვირაა, თავი ყველას აგრესიული ქმედებებით დაამახსოვრა. გაბრიელ ფოლკერშტერი გასულ კვირას ქუთაისში ოპოზიციის ოფისთან არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა და მისი მხრიდან  ფიზიკური ძალადობის არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი. გუშინ კი ონლაინ გამოცემა „პუბლიკასთან“ ჰყვებოდა,რომ თბილისში საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ორბელიანის მოედანზე გამართულ კონცერტზე ახალგაზრდები სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოიყვანეს. მათი დიდი ნაწილი საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ოფისთან  აღმოჩნდა და სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა,რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდნენ. 

შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ და ხუთი დაშავებული - ამის მიუხედავად სამართალდამცველებს „ქართული ოცნების“ არცერთი მხარდამჭერი არ დაუკავებია. თავად მმართველი პარტიის ლიდერები კი ოფისის წინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას დუმილით შეხვდნენ. 

​ 

 


close დახურვა