logo
ENG



ცოლზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ 42 წლის მამაკაცი და მისი მამა დააკავა

13 ოქტ 201910:22
3 წუთის საკითხავი
 
qsf7epnzban12lg.jpeg

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავა.

დადგინდა, რომ 42 წლის მამაკაცი მამასთან ერთად, საკუთარ მეუღლეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 


close დახურვა