logo
ENG



ცოფის დადასტურების გამო ქობულეთის 4 სოფელი კარანტინშია

02 თებ 202119:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/q68hcspih2owhq8.jpg

ქობულეთის 4 სოფელი ცოფის დადასტურების გამო კარანტინშია. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. 60-დღიანი კარანტინი ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში გამოცხადდა. 

გამოცემის ცნობით, სოფელ ჯიხანჯურში ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა. კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ გამოცემას უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში, ჯიხანჯურში გამოვლინდა, თუმცა კარანტინი მიმდებარე სოფლებშიც გამოცხადდა, პირველი შემთხვევა კი 22 დეკემბერს დადასტურდა. მისივე განცხადებით, ამავე სოფლებში ვაქცინაცია ყველა შინაურ ცხოველს ჩაუტარდა.


close დახურვა