logo
ENG



ცუკერბერგი ჰონგ-კონგელების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს

29 მაი 202011:01
3 წუთის საკითხავი
clock 228

„ფეისბუკის" აღმასრულებელი დირექტორი ჰონგ-კონგელების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივები პლატფორმას საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად კვლავ გამოიყენებენ.

განცხადება მარკ ცუკერბერგმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში გააკეთა და განმარტა, რომ ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებით სადაო კანონის მიღებას მხარი დაუჭირა, რასაც რეგიონში არეულობის ახალი ტალღა მოჰყვა. დოკუმენტის თანახმად ავტონომიის ტერიტორიაზე ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი სახის ნაბიჯი დანაშაულად ითვლება. 


close დახურვა