logo
ENG



ცქიტიშვილი: რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა

10 დეკ 201914:45
3 წუთის საკითხავი
 
nb52dna8im45obm.jpg

"რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა", - ეს განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მინისტრმა ამ ფორმით უპასუხა შეკითხვას ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მან გადაშენების პირას მყოფი ხეები გადაარჩინა. 

„ვიცი რა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის საქმე, რომელსაც ის აწარმოებს, მიმართულია კონკრეტული სოციალური ამოცანის შესრულებისკენ... რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოცემა „ველურ ბუნებასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გიგანტური ხეები, რომლებიც გადაშენების პირასაა, მან გადაარჩინა. ივანიშვილის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებები, მოსახლეობას ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ და ასეთ პოზიტიურ ამბავსაც კი ნეგატიურად აწვდიან.

 


close დახურვა