logo
ENG



ცხელი ზაფხული ფორმულაზე - დღეიდან არხი მაყურებელს არაერთ სიახლეს უმზადებს

28 ივნ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

"ფორმულას" არც ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს. არხი ეთერში 2019 წლის 1 ოქტომბერს საცდელი მაუწყებლობით გავიდა. იყო ბევრი პრობლემა, შეფერხება და ბოლოს პანდემიაც კი. კონკურენციით და პოლიტიკური გემოვნებით გაჯერებულ ქართულ სატელევიზო ეთერში თავის დამკვიდრება არცთუ ადვილი საქმეა. ამის მიუხედავად, პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ჩანაფიქრის განხორციელება ენერგიულად და თანმიმდევრულად დაიწყო. ამ გეგმის ნაწილია განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც პანდემიამ კი შეაფერხა, მაგრამ ვერ გადადო.

დღეიდან „ფორმულას“ სატელევიზიო ბადე ისეთი ახალი გადაცემებით იტვირთება, რომელიც ყველა ასაკის ტელემაყურებლის მოლოდინზე იქნება მორგებული. გვემატებიან მაღალი კლასის პროფესიონალი ჟურნალისტები და სხვა პროფესიებში საკუთარი სიტყვის მთქმელი თანამოაზრეები, რომლებიც ტელეწამყვანადაც მოსინჯავენ თავს. სიახლეებია როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაუწყებლობის, ისე - გასართობი კონტენტის მრავალფეროვნების კუთხითაც. 

ამავე თემაზე: ტელეკომპანია "ფორმულაზე" ივლისიდან ახალი გადაცემები დაიწყება. არხს ემატებიან ახალი სახეებიც.


close დახურვა