logo
ENG



ცხინვალთან უნდა აშენდეს პარლამენტის შენობა-შალვა ნათელაშვილი

25 ოქტ 201916:03
3 წუთის საკითხავი
 
nic2w4uiiq50czg.png

ქუთაისში პარლამენტის შენობაში მსოფლიო ინოვაციების ცენტრი უნდა გაიხსნას - ასეთია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ახალი ინიციატივა. შალვა ნათელაშვილი აქვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გადმოტანას გეგმავს. ხოლო პარლამენტი ნათელაშვილის აზრით ცხინვალთან უნდა აშენდეს, რათა დეპუტატებმა ყოველდღე დაინახონ ოკუპირებული ტერიტორიები.

„ქუთაისის დიდი უმეტესობა ითხოვს, რომ ქუთაისში გაიხსნას სამუშაო ადგილები, აშენდეს საარმოები, გაიხსნას ინოვაციური ცენტრები, ტექნოპარკები, სტარტაპები, ბლოქეინები და ყველაფერი ის რაც თანამედროვე ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალაა და არა ხაჭაპურიჭამია, კორუმპირებული, დღემდე უსაქმური დეპუტატები, რომლებიც მე ვფიქრობ უნდა გადავიყვანოთ ცხინვალთან, ცხინვალთან უნდა აშენდეს პარლამენტის შენობა და ყოველდღე უნდა უყურონ ამ ხალხის შრომით გამაძღარმა პარაზიტებმა იმ ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ საქართველოს, რომელიც იქ დარჩა,“ - განაცხადა ნათელაშვილმა

 


close დახურვა