დე ფაქტო ხელისუფლება მორიგ აკრძალვას ახორციელებს, აღნიშნულის მიზეზად კი მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ უკვე თვენახევარზე მეტია, რაც ოკუპირებული დაბა ახალგორის მცხოვრებნი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ვეღარ ახერხებენ. ისინი ვერ იღებენ პენსიას, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებას.