logo
ENG



ცხოვრება კორონავირუსამდე და მას შემდეგ - მოქალაქეების ისტორიები

26 აპრ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოს ინტელექტუალთა ნაწილი დაკავებულია მომავლის პროგნოზირებით - კარანტინი, თვითიზოლაცია და კომენდანტის საათი კი კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

გვიწევს ისე მოვიქცეთ, როგორც აქამდე ძნელად, ან საერთოდ არც წარმოგვედგინა. მოწოდება "დარჩი სახლში" შეგნებული საზოგადოებისთვის გასაგები, მაგრამ რთულად მისაღებია. ამ მიუღებლობის მიზეზი მრავალია, მაგრამ მიზეზთა შორის მთავარი ისაა, რომ სახლში დარჩენა, მოსახლეობის უმეტესობისთვის მშივრად დარჩენას ნიშნავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ ადაპტაციას და ეძებენ ახალ ხერხებს, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება კოვიდ-რეალობაში

ადამიანები თავიანთ მდგომარეობაზე მოგვითხრობენ. ამ ისტორიებში არცერთი მათგანის სახე არ ჩანს, მაგრამ ყველა ნამდვილია და ნაღდი. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ვართ. 

მოქალაქეების უმეტესობა ჩვენთან საუბარში ეკონომიკურ პრობლემაზე საუბრობს. მათი დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შესაბამისად შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. ზოგი ქირას ვერ იხდის, ზოგს კი მედიკამენტებზე ან საკვებზე არ ჰყოფნის თანხა. 

რესპონდენტების ნაწილი ოჯახის წევრებთან 24-საათიანი კომუნიკაციის სირთულეებზეც საუბრობს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ძველებურად ცხოვრებას მაინც ვერ შეძლებენ. 


close დახურვა