logo
ENG



ცხოვრება სტიქიის შიშში - შუახევჰესის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

03 ივნ 202121:13
3 წუთის საკითხავი
 

შუახევჰესის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს. ისინი მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფებიან და ყოველდღიურად მეწყრული პროცესების განვითარების შიში აქვთ, რადგან სტიქიურ საფრთხეს სოფელში შუახევჰესის გვირაბიდან წყლის გამოჟონვა ქმნის. სოფელი მახალაკიძეები სწორედ იმ მთის ძირას მდებარეობს, სადაც 1989 წელს უდიდესი ტრაგედია მოხდა და მეწყერმა სოფელ წაბლანაში 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შუახევჰესის ორი კაშხალი კი ისეთ ადგილას ააგეს, სადაც 1971 წელს ზვავი განვითარდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

close დახურვა