„ცხუმ-აფხაზეთმა“ ფინალში საქართველოს თასის მფლობელი „ტიტები“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერ თასის მფლობელი „ცხუმ-აფხაზეთი“ გახდა. გუნდი, რომელმაც წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონობა „დელტას“ სახელით მოიპოვა, შემდეგ კი სახელი შეიცვალა. „ცხუმ-აფხაზეთმა“ ფინალში საქართველოს თასის მფლობელი „ტიტები“ დაძაბულ ბრძოლაში 72:70 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა.