logo
ENG



ძალა არის ხალხში და ამას ვაჩვენებთ ჩვენ - ელენე ხოშტარია

17 ნოე 201921:44
3 წუთის საკითხავი
 
2ve3ccrrtxxhsfc.png

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ენერგია მიდის არა იმაზე, როგორ ავაშენოთ ქვეყანა, არამედ როგორ გამოვგლიჯოთ ხელისუფლებას ძალაუფლება", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია მიმდინარე მოვლენებს გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბინათან ერთად". 

მისი თქმით, დღეს ივანიშვილმა შექმნა ისეთი მოცემულობა, რომ საზოგადოებას პროტესტის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა. ამჯერად მიმართეს მწვავე პროტესტის ფორმას, თუმცა ხელისუფლებისგან განსხვავებით ეს გამოხატულებაც კანონიერია. 

"სამწუხაროდ დღეს ივანიშვილმა დააყენა ის მომენტი, როცა უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. მან გვითხრა, რომ არ აინტერესებს საზოგადების აზრი და თქვა, რომ ახლა ისე იქნება ყველაფერი, როგორც თავად გადაწყვეტს. მან გაანადგურა პარლამენტი, არჩევნები და რადიკალური მოქოდებისკენ გვიბიძგა. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონის წინააღმდეგ მის მსგავსად არ წავალთ, მაგრამ მივიღეთ მწვავე ფორმა პროტესტის. ისეთი მწვავე ფორმა, როგორიცაა პიკეტირება. არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი დიალოგის, მაგრამ გავიდა წლები და ვხედავ, რომ მათი დამოკიდებულება ასეთია - ძალა და ფული აღმართს ხნავს. გადავიდნენ წითელ ხაზს. როცა "გავრილოვის ღამის" შემდეგ, როცა აწინაურებ გახარიას, ხვდები ლავროვს, იჭერ მომიტინგეებს, ათავისუფლებ პოლიციელებს, ეს ნამდვილად წყალგამყოფია და ამ ყველაფრის პიკი იყო უკვე პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა", - აღნიშნავს ხოშტარია. 

მისივე თქმით, ამჯერად მთავარი ძალა მათ მხარესაა და ხალხის გამარჯვება გარდაუვალია. 

"ძალა არის ხალხში და ამას ვაჩვენებთ ჩვენ. არა ძალადობრივად. ისევ ჩვენ ვუფრთხილდებით პოლიციელებს, ისინი კი სამართალდამცველებს უკანონობისგან თავის დასაცავად იყენებენ. ჩვენ, ოპოზიციას,  შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, მაგრამ გვაქვს ერთი საერთო - არ ვთმობთ არჩევნებს. ამიტომ განწირულები ვართ გამარჯვებისთვის",-განმარტავს ელენე ხოშტარია. 


close დახურვა