ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების ნაწილი სასამართლოზე დაზიანებებით მივიდა, ისმის სერიოზული ბრალდებები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. სასამართლო პროცესი ბათუმში ახლაც მიმდინარეობს. გუშინ პოლიციის სამიზნე იყვნენ რუსული ლაინერის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები. შსს-მ დააკავა 23 პირი. სამართალდამცველებს შორის, რომლებსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, ამოიცნეს მაღალჩინოსნებიც.
ძალადობა დაკავების დროს - პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
01 აგვ 202320:10
3 წუთის საკითხავი