logo
ENG



ძალადობის მსხვერპლი ქალი ცრუ ჩვენების გამო საპატიმროში რჩება - საფარი

04 მარ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

დედა, რომელიც ქმრის მხრიდან თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, შვილების ცრუ ჩვენების საფუძველზე სასჯელს ამ დრომდე თავად იხდის - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარიში" საუბრობენ.

ორგანიზაციაში ამბობენ, მამის ზეწოლით და-ძმამ დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. სწორედ და-ძმის უფლებებს იცავს „საფარიც“. როგორც ირკვევა, მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისა, პროკურატურამ ბავშვები დაზარალებულად ამ დრომდე არ სცნო, დედა კი ცრუ ჩვენების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროკურატურამ ბავშვებზე კომპლექსური ექსპერტიზა დანიშნა, რომლის დანიშვნის აუცილებლობაც არ დაუსაბუთებია.


close დახურვა