logo
ENG



ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრმა, ბექა ვარდოსანიძემ სუს-ის შენობა დატოვა

31 იან 202422:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/31/kedl0baxcifdp6c.png

ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრმა ბექა ვარდოსანიძემ რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. უცნობია, როდის დაიბარებენ სუს-ში მას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ - ვარდოსანიძის თქმით, მას ყველანაირი ტექნიკა ჩამოართვეს.

"არაფერი არ მაქვს დასამალი, ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ფოსტა, მიმოწერები და ასე შემდეგ. გამოჩნდება, მე არაფერი არ მაქვს დასამალი", - განაცხადა მან.

ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე მიმდინარეობს.

საქმესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადებას გაავრცელა - სუს-ის თანახმად, ვარდოსანიძემ საგამოძიებო უწყებებსა და ტელეკომპანია იმედს ცრუ მეილი მისწერა, რომ კლუბ ბასიანზე, რატის ბარსა და რუსთაველის გამზირზე ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.


close დახურვა