სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს სამირა ბაირამოვას საქმესაც - სამოქალაქო აქტივისტი კიდევ ერთხელ გახდა მუქარის სამიზნე. ბაირამოვას მუქარის ტექსტები კორპუსის სადარბაზოსა და სახლის კარზე დაუტოვეს. ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული წინა შემთხვევები, როცა აქტივისტის წინააღმდეგ ალტინფოს პუტინისტური ჯგუფი დარაზმეს.