რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ადგილზე ვითარება რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა - კადრებში ჩანს, რომ ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულთა რაოდენობაზე ჯერ კომენტარს არ ავრცელებენ.
კონტრაქციის მონაწილეები, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, სადაც აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს.
ისინი სოლიდარობის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ შორის, აქციაზე ფორმულას ოპერატორსა და ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს მას ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო.