logo
ENG



ძალიან ბევრი ხალხი მივალთ და ვიქნებით ძალიან გაბრაზებულები - მიშა მშვილდაძე

14 ნოე 201914:38
3 წუთის საკითხავი
 
ko4onu8kblul58b.png

 

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ლიდერის მიშა მშვილდაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოატყუა, როგორც ქართველი საზოგადოება, ისე მსოფლიო.

როგორც მან პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა, პირველ ეტაპზე გამოყენებული იქნება ყველა ლეგიტიმური გზა.

„როცა ამ მიმართულებით დაიწყო მოძრაობები, როცა მაჟორიტარებმა გააკეთეს განცხადებები, უკვე გვქონდა მოლოდინი, რომ ასეთი ტრიუკი გაკეთდებოდა. როცა სპეცრაზმი შემოიყვანეს, უკვე ცხადი იყო, რომ ჩაგდებას აპირებდნენ. არ ვიცი იყო თუ არ ეს სიურპრიზი ჩუგოშვილისთვის, მაგრამ ჩვენთვის არ ყოფილა ასე. ჩვენ მივეჩვიეთ მოტყუებას, მაგრამ ამხელა უზარმაზარი ტყუილი აქამდე არ ყოფილა. პროპორციულ არჩვენებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის განვითარებისთვის, ამით უბრუნდებოდა ქვეყანას რეალური დემოკრატია და ამის გარეშე არაფერი არ იქნება. გაეროს ტრიბუნაზე თქვეს პროპორციულ არჩევენბზე, ქუჩაში გაბრაზებულ მოქალაეებს მოგვცეს სიბრაზის მომენტში პირობა, ამიტომ დადეს ეს პირობა, თორემ ვიცით გადადებას აპირებდნენ. ეს მაჟორიტარები, რომელმაც ეს გაბედა, რა მნიშვნელოგბა აქვს ვისი დავალებით... ჩვენი ამხელა მონაპოვარი ხალხის, იმ დიდი აქციის... საზოგდოებამ მენტალურად გონებით გაასწრო ხელისუფლებას, მაგრამ ამხელა ჩამორჩენა, რაც დღეს ხდება... უბრალოდ გადაგვაგდეს მთელი ქვეყანა და მთელი მსოფლიო. მილიონზე მეტი მხარდამჭერი მოატყუეს. გადაგვაგდო ბიძინა ივანიშილმა. გავაკეთებ პერიფრაზს ერთი დეპუტატის, ყველა წმინდანს ვფიცავ, წარმოდგენა არ მაქვს რას ვიზამ. დღეს ძალიან ბევრი ხალხი მივალთ და ვიქნებით ძალიან გაბრაზებულები. თუკი დარჩა რაიმე ლეგიტიმური გზა ვაიძულოთ ხელისუფლება, თუ არა და აბსოლუტურად აზრს კარგავს რას უნდა ველოდოთ 2020 წლელს ღიად მატყუარა, ცინიკური ხელისუფლებისგან. ეს ადამიანები, ვერ იაზრებენ სად არიან, რა პასუხსიმგებლობა აკისრიათ. უნდა დარჩეს ძალაუფლების გარეშე ის, ვინც ვერ იაზრებს რა არის ძალაუფლების ქონა. დაველაპარაკებით ალბათ პოლიტიკურ პარტიებსაც, არასამთავრობოებსაც, უცხოელებსაც. გადაგდებული ადამიანი ძლიან შეურაცხყოფილად გრძნობს თავს“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

 


close დახურვა