"ძალიან მომწონს ინიციატივა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლიტიკურ პარტიაში კოლეგები დავარწმუნო, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ განვაცხადოთ საჯაროდ რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება წარმოდგენილი ძალოვანი მინისტრებით მინისტრთა კაბინეტში",- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია პოლიტიკური პარტია "გირჩის" ინიციატივას.
ეს განცხადება მან გადაცემაში სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" გააკეთა და ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებამდე პარტიის მხრიდან არაერთი მოულოდნელი ნაბიჯი გადაიდგმება.
"რაც არ უნდა ვილაპარაკო, რომ იმ შეცდომებს არ გავიმეორებთ რაც დავუშვით ადრე, არის გარკვეული კატეგორია საზოგადოებაში, ვისაც ამის მაინც არ სჯერა. ამიტომ ვერ ვხედავ იმაში ტრაგედიას, რომ ერთჯერადად "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავდეს მინისტრები. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ჩვენი ელექტორალური ბაზა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ კიდევ არჩევნებამდე არაერთ არაორდინალურ ნაბიჯს გადავდგამთ",-აღნიშნავს ნიკა მელია.