logo
ENG



ძალიან მსიამოვნებს ეს საღამო, არ დაგავიწყდეთ სურვილების ჩაფიქრება - კალაძემ ნაძვის ხე აანთო

10 დეკ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/10/9viipikoymwiagl.jpg

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთო და თქვა, რომ დღევანდელი საღამო ძალიან სიამოვნებს. მისი თქმით, ყველაფერი ცუდი 2021 წელს უნდა გაატანოს მოსახლეობამ და არ უნდა დაავიწყდეთ სურვილების ჩაფიქრება.

"ძალიან მსიამოვნებს დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება, ყველაფერი ცუდი, ყველაფერი რთული, რაც იყო 2021 წელს რა თქმა უნდა, უნდა გავატანოთ წარსულს. დიდი სიყვარულით უნდა შევხვდეთ 2022 წელს, რომელიც იქნება აღმშენებლობის, წარმატების და წინსვლის წელი. ჩემო მეგობრებო მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ისტორიის ნაწილია, ამიტომ მინდა ყველას გთხოვოთ მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია და რაც პრობლემას წარმოადგენს არის გაუცხოება, ამიტომ უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა, გვიყვარდეს ერთმანეთი. და ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის და ქალაქის საკეთილდღეოდ, რომ თითოეულმა ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე." - თქვა კახა კალაძემ.

ცერემონიას ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ 2021 წელი იყო რთული, მაგრამ მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის ქვეყანა დააწყნარა და დაამშვიდა.


close დახურვა