logo
ENG



ძალიან ქაოტურია ხოლმე გზავნილები, თუ რა ხდება ეკონომიკის მიმართულებით - მგალობლიშვილი

10 აპრ 202022:37
3 წუთის საკითხავი
 

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის პროფესორი გეგი მგალობლიშვილი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურების აუცილებლობაზე საუბრობს. 

როგორც მგალობლიშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უფრო ხშირად მართოს ბრიფინგები, იმისათვის, რომ მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დაგეგმილ ნაბიჯებზე მიაწოდოს ინფორმაცია. მან მაგალითად ეპიდემიოლოგების მიერ გამართულ ხშირ ბრიფინგებზე გაამახვილა ყურადღება. 
 
"ჩვენ ვხედავთ საკმაოდ კომპეტენტურ, რეგულარულად გამართულ ბრიფინგებს ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ, რომლებიც ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას რა ხდება ჯანდაცვის მიმართულებით. ძალიან ქაოტური არის ხოლმე გზავნილები, თუ რა ხდება ეკონომიკის მიმართულებით ან რას იზამს ხელისუფლება ეკონომიკის მიმართულებით. ამ თემის განხილვა, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით, იქნება საკმაოდ იმედისმომცემი, იმ ასიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც დღეს კარგავს ყველანაირ შემოსავალს", - განაცხადა მგალობლიშვილმა. 


close დახურვა