ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ რომში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო თასზე ვერცხლის 3 მედალი მოიგო. გარდა საპრიზო მედლებისა, ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად დამატებითი ქულებიც მიიღო.
61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მან ატაცში მაქსიმალური შედეგი 131 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში კი მისი საუკეთესო შედეგი 155 კილოგრამი იყო. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 286 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველი ძალოსნები: გოგა ჩხეიძე, ანატოლი პლესნოი და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ.