logo
ENG



ძამის ხეობაში ხანძარია

24 ნოე 201912:19
3 წუთის საკითხავი
 
2w0tofu73l0c6ts.jpg

ძამის ხეობაში ხანძარია. ცეცხლის კერა ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე, ჯამჯამის მთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ფიქსირდება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, თუმცა უკიდურესად რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერის სიახლოვეს ტრანსპორტით გადაადგილება ვერ ხერხდება. ხანძრის მასშტაბი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა ზოლშია გაჩენილი.


close დახურვა