logo
ENG



ძაღლი, რომელსაც ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს, მოკვდა

27 დეკ 202308:48
3 წუთის საკითხავი
 

ძაღლი, რომელსაც თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება, მოკვდა. ინფორმაციას ამის ცხოველთა უფლებადამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.

24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი. შემთხვევა ბაღდათში მოხდა.

ძაღლის მპოვნელმა Facebook-ზე დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც, ძაღლი საოპერაციოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამბობენ, რომ ცხოველზე აშკარაა ძალადობის კვალი, რომელიც ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ასევე, სხეულზე აქვს ჭრილობები და ნატყვიარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

25 დეკემბერს ძაღლს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ის ნარკოზიდანაც გამოვიდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 


close დახურვა