ძველ თბილისში ხარფუხის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფორმულას ცნობით, ნგრევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლის ნგრევა მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
კრწანისის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე აცხადებს, რომ მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია და ასევე შენობის ნაწილების დემონტაჟი, რათა ნგრევის დამატებითი საფრთხე არ შეიქმნას.
„შესაბამისი ორგანოები დაადგენენ რა მოხდა და როგორ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ გვერდზე მშენებლობა მიმდინარეობს და მოხდა ასეთი ფაქტი. საბედნიეროდ გადავრჩით და არ არის მსხვერპლი. დანარჩენს გამოძიება დაადგენს აუცილებლად. ვერ ვიტყვი რამ გამოიწვია ნგრევა.
რა თქმა უნდა, მოსახლეობას გავიყვანთ აქედან და ბოლომდე დავეხმარებით, აქ ვიქნებით. ასევე ახლა მოდის ამწეკრანი, რომ ბოლომდე მოხდეს დანგრეული შენობის ფრაგმენტების დემონტაჟი რომ კიდევ საფრთხე არ შექმნას ამ სახლმა და დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“ - განაცხადა გამგებელმა.