ლგბტ თემისთვის მთავარი ისევ გადარჩენის პრობლემაა - აცხადებენ არასამთავრობო სექტორში. მათი შეფასებით, ძალადობის წყარო სახელმწიფო ფორმალურად არ არის, თუმცა ის გავლენიანი ჯგუფების ზეწოლის ქვეშაა. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ქვიარ თემის მიმართ ძალადობის წყაროები უნდა აღმოიფხვრას.
ის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით კვლავ მძიმე ვითარებაა, დღეს მომხდარმა ფაქტმაც დაადასტურა. კერძოდ, "ფორმულას" ტრანსგენდერი ქალი უყვება, რომ აპირებდა დღევანდელ აქციაში მონაწილეობას, თუმცა მეგობარმა წინასწარ გააფრთხილა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
"ვაპირებდი გასვლას მარტო, რათა აღმენიშნა 17 მაისი და გამეპროტესტებინა ჰომოფობია. მაგრამ დღეს დამირეკა ჩემმა მეგობარმა შსს-დან და მითხრა, რომ იქ არ მივსულიყავი, რადგან მობილიზებულნი იყვნენ თანამშრომლები და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ძვლებს დაგიმტვრევენ და ვერ შევძლებთ შენს დაცვასო. ჩემი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება და ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება", - აცხადებს გაბრიელა როსკიპოვა.
არასამთავრობო როგანიზაციები კი ყურადღებას საკანონმდებლო მექანიზებზე ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოციალური ჰომოფობია. ამასთან, ჩანს პოლიტიკური ჰომოფობიის ნიშნებიც. წლების განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები ლგტბ თემებს იყენებენ პოლიტიკური ნიშნებისთვის და მათ შორის რადიკალურ ჯგუფებს სახელმწიფო ვერ უპირისპირებს სათანადო პოლიტიკას. პრობლემურია მათი რეაგურება, ასევე რიტორიკის საკითხი", - აცხადებს თამთა მიქელაძე.