logo
ENG



ძიუდოს აკადემიის შენობაში, სადაც დევნილები არიან შესახლებული, ხანძარი იყო

26 ნოე 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

დიღმის მასივში, ძიუდოს აკადემიის შენობაში, სადაც დევნილები არიან შესახლებული, ხანძარი იყო.

ცეცხლი შენობის პირველ სართულზე, სარდაფში გაჩნდა, რამაც ზედა სართულებზე ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მისივე თქმით, მაშველებმა შენობიდან 20-მდე ადამიანი გამოიყვანეს, საიდანაც 4-ს დაკვამლიანების გამო, მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება.

"ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ძლიერი ცეცხლი იყო პირველ სართულზე, სარდაფში, საიდანაც წარმოიშვა ზედა სართულებზე ძლიერი დაკვამლიანება. მოხდა მოსახლეობის დროული ევაკუაცია. გამოყვანილია 20-მდე მოსახლე, რომლებიც არიან უვნებლად. 4 მათგანს მცირედი ინტოქსიკაცია აღენიშნება და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები ადგილზე უწევენ დახმარებას", - განაცხადა კერესელიძემ.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით).


close დახურვა