მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამჯერად მედლის აღება ილია სულამანიძემ მოახერხა.
ფინალამდე სულამანიძემ რუსი, დანიელი, უნგრელი და კორეელი მეტოქეები დაამარცხა. ფინალში კი იაპონელ კაზუნარი კამინაგისთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო.
საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 5 მედალი - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.