ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. სტიქიამ მთლიანად გაანადგურა სავარგულები სოფელ კორბოულში.
„დატბორა ნათესები, ვენახები მოსპო, კვირტი გააცვინა - სიმინდი გვაქვს და ისიც წყალმა წაიღო. მეწყერი არ ყოფილა, მაგრამ ქვა-ღორღი გადმოიტანა გზებზე. გაჭედა არხები და გადაიკეტა გზები", - ამბობენ ადგილობრივები.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ. უხვმა ნალექმა შიდა გზებიც დააზიანა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჩხერის რაიონში სტიქიამ 12 სოფელი დააზარალა, ზარალი დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს.