logo
ENG



ძლიერი ტაიფუნი ფილიპინებში - 12 საათის განმავლობაში დაკეტილი იყო აეროპორტი

03 დეკ 201912:52
3 წუთის საკითხავი
 
oqg3abhr7ozh0bv.jpg

ფილიპინებს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური რეგიონები დააზარალა. წინასწარი მონაცემებით, ტაიფუნს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 200 ათასამდე ადგილობრივს კი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია. 12 საათით დაიკეტა მანილას საერთაშორისო აეროპორტიც, გადადებული რეისების რაოდენობა 500-ს აღწევს. სტიქიის გამო აზიის თამაშების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილიც გადაიდო .

 


close დახურვა