გრიგალს მსხვერპლი მოჰყვა თბილისში.დედაქალაქში ხე წაიქცა და ორ ადამიანს დაეცა - ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა ვარკეთილში შუადღისას მოხდა. გრიგალმა ხეები თბილისის რამდენიმე უბანში წააქცია, დაზიანდა მანქანები და ინფრასტრუქტურა. ძლიერი ქარის გამო სამსახურში 90-მდე შეტყობინება შევიდა.