ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში სახლების პირველი სართულები დაიტბორა. წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე დატბორვის შედეგად სახლებში დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
მოსახლეობის განცხადებით, 112-ში მრავალი ზარის მიუხედავად, მათ დასახმარებლად მთელი ღამის განმავლობაში არავინ მისულა.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია 1 წლის წინ განხორციელდა.
უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურაც, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია.