logo
ENG



ძლიერი წვიმის შედეგად ბრაზილიაში 17 ადამიანი დაიღუპა, 46 კი დაკარგულია

04 მარ 202008:24
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერმა წვიმამ ბრაზილიაში 17 ადამიანი იმსხვერპლა, 46 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გადაუდებელი დახმარების ასობით თანამშრომელი სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას განაგრძობს. უხვმა ნალექმა მეწყერულ პროცესებსაც შეუწყო ხელი, რის გამოც ადგილობრივების სახლები დაზიანდა.

ძლიერი წვიმის გამო ზიანი ძირითადად ბრაზილიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე მუნიციპალიტეტს მიადგა. 


close დახურვა