logo
ENG



ძლიერმა ქარმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე და სადგურის მოედანზე ბანერები ჩამოგლიჯა

28 დეკ 202315:02
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერმა ქარმა თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილსა და სადგურის მოედანზე სარეკლამო ბანერები ჩამოგლიჯა. 

ქარის გამო პრობლემები შეიქმნა სხვა ქუჩებზეც. 

Facebook-ზე გვერდი ჩემი ქალაქი მკლავს ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ სადგურის მოედანზე სარეკლამო ბანერის გადმოვარდნის შედეგად მანქანა დაზიანდა.

დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. 

მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები თბილისის სხვადასხვა რაიონებში შექმნა. მათი ცნობით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები, წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

"ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - აცხადებენ მერიაში.


close დახურვა