მოძრაობა "შეცველას" აქტივისტები შსს-ს შენობის წინ აქცია-პერფორმანს მართავენ. ისინი ადგილზე რამდენიმე წუთის წინ შეიკრიბნენ
"კრიმინალური სისტემა შეიჭრა ყველგან. ამ ადამიანებს პლანეტის მმართველები ჰქონიათ თავი, მათ შორის საუბარია იზორიებზე. ამიტომ ძმებ იზორიებს ჩვენ ახლა ამ პლანეტიდან სიმბოლურად გავუშვებთ",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
აქციის წევრებმა სიმბოლურად ცაში პიროტექნიკის საშუალებით ფოტოები გაუშვეს.
"ამ პატარა პერფორმანსით კოსმოსში გავუშვებთ ხელისუფლების მანკიერ სახეებს, იზორიებს და ამ გზით ვეტყვით, რომ აქ მათი ადგილი არ არის",-განმარტავს აქციის მონაწილე.