logo
ENG



ძმები გურეშიძეების თქმით, ისინი გახარიასა და მთავრობის გინების გამო დააჯარიმეს

24 აპრ 202015:09
3 წუთის საკითხავი
 

მიუხედავად იმისა, რომ ძმებმა გურეშიძეებმა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე "ფორმულას" ეთერში ჯერ კიდევ გუშინ ისაუბრეს, არცერთ პასუხისმგებელ უწყებას იმის მოკვლევა, თუ რა მოხდა, 16 აპრილს სასტუმრო ჰოლიდეი ინში ამ დრომდე არ დაუწყია.

ძმები შოთა და ირაკლი გურეშიძეები საკარანტინე სივრცეში ამსტერდამიდან ჩამოსვლის შემდეგ განათავსეს. მათ კანონის შესაბამისად მეორე დღეს ითხოვეს, რომ კარანტის დროს დაკეტილ სახლში გაატარებდნენ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი ეთქვათ. პოლიცამ მათ 3000-3000 ლარი კარანტის წესებზე ხელის არ მოწერის გამო გამოუწერა.

ამის შემდეგ სასტუმროს ნომერში მარტო დარჩენილმა ძმებმა პრემიერ მინისტრიოს მისამართით შეიგინეს. როგორც ისინი ამბობენ, ნომერში პატრულთან ერთად კრიმინალური პოლიცია შევარდა, ძალის გამოყენებით ძმებს ხელბორკილები დაადეს და საკარანტინე სივრციდან გაიყვანეს. 5 საათი პოლიციის ეზოში მანქანაში ყავდათ, შემდეგ სასამართლოში გადაიყვანეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობისთვის პატიმრობა მოითხოვეს.

ბოქსირებული კამერების არ არსებობის გამო მოსმართლემ პოლიციის ეს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა და გურეშიძეები დამატებით ათას-ათასი ლარით დააჯარიმა.  ძმებმა 8 დღე იშიმშილეს თუმცა ამ დრომდე გურეშიძეებს პასუხი არ აქვთ არცერთ საჩივარზე, ისინი უფლელების დარღვევისა და  ძალადობის გამო პოლიცილების პასუხისგებას ითხოვენ.


close დახურვა