ბოლო დროის ორი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა და ძმების დაკავება, რამაც რეზონანსულ საქმეებში ახალი კითხვები გააჩინა. უკავშირდება თუ არა კაკულიების აყვანა ნიკო კვარაცხელიას სასტიკ მკვლელობას და სისხლიან ანგარიშსწორებას არაყიშვილზე. მოკლული კვარაცხელიას დედა ემოციურ განცხადებას ავრცელებს და მიმართავს სამართალდამცველებს, - ძმები დაკვეთილი მკვლელობის თაობაზე გამოიკითხონ. კაკულიებს, 21 წლის ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად განიხილავს. ძმები ბრალდებას არ აღიარებენ, ადვოკატი კი ექსპერტიზას მოითხოვს.